ბოლნისში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

0

14628134_555579467976737_1854152530_nდღეს საქართველო 2016 წლის მე-9-ე მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი პარალელურად გამგებლის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. ამ წუთებში სოფელ ქვემო ბოლნისში 55-ე და 56-ე უბნებზე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, როგორც 55-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ იდაით გეიუშოვმა აღნიშნა, უბანი 8 საათზე გაიხსნა და ამომრჩეველთა აქტივობაც დამაკმაყოფილებელია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოლნისის 23-ე საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებულია  376 ამომრჩეველი, 12 საათის მონაცემებით საკუთარი ნება 200-მდე ამომრჩეველმა გამოხატა. არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.  გადასატანი ყუთი უკვე გაგზავნილია 12 ამომრჩეველთან.

ქვემო ბოლნისის №53 საარჩევნო უბანი, სადაც 1439 ამომრჩეველია, ჩვეულებისამებრ დილის 8 საათზე გაიხსნა და ამომრჩეველთა  აქტიურობით დილიდანვე გამოირჩეოდა. პოზიციის დაფიქსირების მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რიგის დარეგულირება შეუძლებელი გახდა. რის გამოც უბნის წარმომადგენლებმა სამართალდამცავი ორგანოები  გამოიძახეს. აღნიშნულ უბანზე ხალხის ნაკადი არ წყდება, მაგრამ უბნის წარმომადგენლების და სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევით, არჩევნები ექსეცების გარეშე გრძელდება.

 


Share.

Comments are closed.