ბოლნისში ადგილობრივი მედიის წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

0

14800770_580797265454833_262404469_nაღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია ქვემო ქართლის ეთნოშორისმა ერთობამ, „საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება“ პროექტის ფარგლებში 26-27 ოქტომბერს ქალაქ ბოლნისში ადგილობრივი  მედიის წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა გამართა. აღნიშნული ტრენინგის მთავარი მიზანი იყო რეგიონალურ ჟურნალისთებთან შეხვედრა და მათი ინფორმირებულობის დონის გაზრდა  ტურიზმის  საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ  მედიის წარმომადგენლები,  როგორც საქართველოდან ასევე სომხეთიდან.
შეხვედრას დაესწრნენ ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონალური  ჟურნალისტები. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე პროექტი „საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება”  ხორციელდება სინქრონულად სომხეთსა და საქართველოში. პროექტის  სამიზნე  სწორედ საზღვრისპირა რეგიონებია – საქართველოში ქვემო ქართლი, ხოლო  სომხეთში ტავუშის რეგიონი.  პროექტის მთავარი მიზანია აღნიშნული რეგიონების თემებში  ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, დასაქმების ახალი პერსპექტივების შემქნა და საბოლოო ჯამში ცხოვრების დონის ამაღლება.
აღნიშნულ შეხვედრას  ესწრებოდნენ პროექტის პარტნიორები სომხეთიდან და პროექტის თანამშრომლები საქართველოდან.
შეხვედრამ ორი დღე გასტანა და მას უძღვებოდა სომხეთიდან  მოწვეული ექსპერტი  აქსანა მარტიროსიანი. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებს გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ  აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის (EaPTC) პროგრამის ფარგლებში და რეალიზებულია GIZ-ის მიერ.
პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ  „საზღვრისპირა ტურიზმის განვითარების გზით ახალგაზრდების დასაქმების საერთო პრობლემების მოგვარება” ვებ-გვერდს: https://www.facebook.com/Cross-Border-Tourism-in-Georgia-and-Armenia-1294881740523354/
წყარო:
ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობა


Share.

Comments are closed.