ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა გერმანელ მწერალს უმასპინძლა

0

14787536_983025011827114_552410718_oბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გერმანელი მწერლის კლაუდია რუშის შემოქმედების პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაციამდე კი მუზეუმის თანამშრომლებმა და სკოლის მოსწავლეებმა გერმანულ ენაზე წარმოადგინეს პერფორმანსი ბოლნისის კულტურული მემკვიდრეობის შვაბი გერმანელების სამოსის გამოყენებით. შემდეგ კი სიტყვა სტუმარს გადასცეს.
მწერალმა ისაუბრა საკუთარ ცხოვრებაზე, შემოქმედებაზე, საქართველოსთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებებსა და ურთიერთობებზე. კლაუდია რუშმა ავტობიოგრაფიული წიგნი პატარა ნაწარმოებებით პირველად 2001 წელს გამოსცა და მას შემდეგ მისი ავტორობით რვა წიგნი დაიბეჭდა, რომლის საშუალებითაც მოახერხა შეეყვარებინა მკითხველისთვის თავი. ამჟამად კი ის მეცხრე წიგნზე მუშაობს, რომელიც სასიყვარულო რომანია.
,,ყოველთვის მინდოდა მეწერა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ვერ ვუმხელდი ჩემს თავს რა მინდოდა ყველაზე მეტად. მუშაობა დავიწყე ტელევიზიაში, თუმცა ჩემთვის ეს სფერო ძალიან მოსაწყენი აღმოჩნდა, რადგან ვგრძნობდი, ვაკეთებდი იმას, რაც ჩემი არ იყო. 30 წლის ვხდებოდი როდესაც დავანებე ყველაფერს თავი და დავიწყე წერა. ეს არის ის საქმე, რაც მანიჭებს უსაზღვრო სიამოვნებას. ვწერ თავისუფლებაზე, თავისუფლებასთან არსებულ საზღვრებზე, რაშიც იგულისხმება პოლიტიკური, ცხოვრებისეული თუ სასიყვარულო თავისუფლებები. პირველ წიგნში ვწერდი პოლიტიკურ თავისუფლებაზე, ამჟამად კი ვმუშაობ სასიყვარულო რომანზე. რაც შეეხება თქვენს ქვეყანას და ბოლნისს, მოხარული ვარ რომ ვიმყოფები ამ ულამაზეს მხარეში. რაც აქ ვნახე და გავიგე, ეს იქნება ჩემთვის დიდი სტიმული და სიახლე ახალი ისტორიების შესაქმნელად.“განაცხადა bolnisi.ge-თან გერმანელმა მწერალმა კლაუდია რუშმა.

14695368_1193933327360104_5775556812454584401_n


Share.

Comments are closed.