საქართველოში საპარლამენტო და ბოლნისის მუნიციპალიტეტში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის შვიდი საათიდან გაიხსნა და ხმის მიცემის პროცედურა რვა საათზე დაიწყო. №23 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის აღნიშვნით ბოლნისის ყველა უბანში არჩევნები შეუფერხებლად მიმდინარეობს და ამომრჩევლის აქტივობა უბნებზე დილიდან შეიმჩნევა.
№2 უბანზე პირველი ამომრჩეველი ზუსტად რვა საათზე მივიდა.