არჩევნების მიმოხილვა სამი საათის მდგომარეობით

0

1413991506665906დღეს საქართველო 2016 წლის მე-9-ე მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კი პარალელურად გამგებლის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის შვიდი საათიდან გაიხსნა და ხმის მიცემის პროცედურა რვა საათზე დაიწყო. №23 საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის აღნიშვნით ბოლნისის ყველა უბანში არჩევნები შეუფერხებლად მიმდინარეობს და ამომრჩევლის აქტივობა უბნებზე დილიდან შეიმჩნევა.№2 უბანზე  პირველი ამომრჩეველი ზუსტად რვა საათზე მივიდა….

პირადობის მოწმობის წარდგენა, სიაში ამომრჩევლის გვარის გადამოწმება, ბიულეტენის მიღება და ფაქტის ხელმოწერით დადასტურება – ეს კანონით დაგეგმილი ის აუცილებელი წესებია, რომლის სრული დაცვითაც მიმდინარეობს ბოლნისში არჩევნები. დღეს ბოლნისელმა ამომრჩეველმა არჩევანი მაჟორიტარობის რვა და გამგებლებლობის ხუთ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს, საკუთარო არჩევანი „ქარული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის გამგებლობის კანდიდატმა №3 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. დავით შერეზადიშვილი საარჩევნო უნაბზე მეუღლესთან ერთად მივიდა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ყველა უბანზე არჩევნები მშვიდ გარემოში ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, რომელსაც ქართველ დამკვირვებელთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ადევნებენ თვალს.

ქვემო ბოლნისის №53 საარჩევნო უბანი, სადაც 1439 ამომრჩეველია, ჩვეულებისამებრ დილის 8 საათზე გაიხსნა და ამომრჩეველთა  აქტიურობით დილიდანვე გამოირჩეოდა. პოზიციის დაფიქსირების მსურველთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რიგის დარეგულირება შეუძლებელი გახდა. ამიტომ უბნის წარმომადგენლებმა სამართალდამცავი ორგანოები  გამოიძახეს. აღნიშნულ უბანზე ხალხის ნაკადი არ წყდება, მაგრამ უბნის წარმომადგენლების და სამართალდამცავი ორგანოების ძალისხმევით, არჩევნები ექსცესების გარეშე გრძელდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის 58 საარჩევნო უბანზე 56 505 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. №23 ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით სამი საათისთვის 16 097 ადამიანმა დააფიქსირა საკუთარი არჩევანი, რაც ამომრჩეველთა 31,4%-ს შეადგენს.


Share.

Comments are closed.