„არემჯის თასი 2016″ დასრულდა

0

14570542_1049973205101765_7274125934375768214_oსამ ოქტომბერს მინი ფეხბურთის ტურნირი „არემჯი 2016“ დასრულდა.ფინალი დაბის სტადიონზე გაიმართა, რომელსაც უამრავი მაყურებელი და მოწვეული სტუმარი ესწრებოდა. სტუმრებს შორის იყვნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი, გამგებლობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი და შტაბის უფროსი ნუკრი ანდრიაძე. მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი ტურნირების გამართვა ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მადლობა გადაუხადეს კომპანიას ასეთი კარგი ინიციატივისათვის.

ტურნირი ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა და  6 ადგილობრივი გუნდი  მონაწილეობდა. საფინალო შეხვედრაზე ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და მატჩი თერთმეტმეტრიანების სერიით დაასრულეს. საფინალო მატჩი კი კაზრეთის ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,მართვეს’’ წევრებმა საცეკვაო ნომრით გახსნეს, რითაც სასიამოვნო განწყობა შეუქმნეს როგორც ფეხბურთელებს, ისე  გულშემატკივრებს.

საპრიზო ადგილზე გასული სამი გუნდი კომპანია არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ბალანჩივაძემ ფულადი პრემიებითა და მედლებით დააჯილდოვა. გამარჯვებულ გუნდს თასი,ხოლო საუკეთესო ფეხბურთელებს კი ბურთები გადასცა. მან წარმატება უსურვა თითოეულ გუნდს და აღნიშნა, რომ აუცილებლად გაგრძელდება მსგავსი ტურნირები, რომელიც უფრო ფართო ხასიათს მიიღებს.

R


Share.

Comments are closed.