„არემჯის“ დაცვის პოლიციის თანამშრომლების სპორტული წარმატება

0

14643040_1298670170143122_1051813360_nშსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შიდა ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელმაც 15 სექტემბერს აიღო სტარტი, 10 ოქტომბერს დასრულდა. ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, საავიაციო უშიშროების სამმართველოსა და ქვემო ქართლის დაცვის პოლიციის გუნდები შეხვდნენ. მეორე საპრიზო ადგილს ქვემო ქართლის დაცვის პოლიციის გუნდი დაეუფლა, რომელიც ძირითადად კომპანია „არემჯის“ დაცვის პოლიციის თანამშრომლებისგან იყო დაკომპლექტებული (კაპიტანი – ავთანდილ ჯიშიაშვილი „არემჯის“ დაცვის პოლიციის სამსახურის უფროსი), ნიკოლოზ ძმანაშვილი, ირაკლი შენგელია, ლაშა აბუხბაია, ლაშა გოგებაშვილი). საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ვარდიაშვილმა და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გურამ ტომარაძემ სპეციალური სუვენირები გადასცეს.

ავთანდილ ჯიშიაშვილი (ტურნირის ფინალისტი, „არემჯის“ დაცვის პოლიციის სამსახურის უფროსი) – „ტურნირში, რომელიც 15 სექტემბერს დაიწყო, საქართველოს მასშტაბით დაცვის პოლიციის სამმართველოების გუნდები იღებდნენ მონაწილეობას. ამ შეჯიბრებაზე ჩვენმა გუნდმა, – „ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველომ“, რომელიც კომპანია „არემჯის“ დაცვის პოლიციის ხუთი თანამშრომლით იყო დაკომპლექტებული, პირველად იასპარეზა და ფინალში მოხვედრაც შეძლო. გვიხარია, რომ გარკვეულ წარმატებას უკვე მივაღწიეთ და მსგავს ტურნირებში მონაწილეობის მიღებით მეც და ჩემი ბიჭებიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ვუწყობთ ხელს“. აღნიშნულ ტურნირში, რომლის მიზანიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და სპორტის პოპულარიზაციაა, საქართველოს მასშტაბით დაცვის პოლიციელებით დაკომპლექტებული 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

14625246_1298670143476458_1078877355_n 14643050_1298670073476465_342322237_n


Share.

Comments are closed.