ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურში დღეს 24 წვევამდელი გამწვევი კომისიის წინაშე წარსდგა, ისინი სამედიცინო შემოწმების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, შინაგან ჯარში ჩაირიცხებიან.
საშემოდგომო გაწვევა 1 აგვისტოს დაიწყო და მიმდინარე წლის 31 დეკემბერს დასრულდება.