სოფელ ტანძიაში ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოები დაიწყო

0

14182578_554030111464882_1747864116_nსოფელ ტანძიაში  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  ბიბლიოთეკის სარემონტო სამუშაოები დაიწყო. ტენდერში გამარჯვებულმა ადგილობრივმა ინდმეწარმემ ერთი თვის ვადაში უნდა დაასრულოს ობიექტის მშენებლობა. გაერთიანდება ოთახები, შეიცვლება კარ-ფანჯარა და ელექტრო გაყვანილობა, მოხდება იატაკის ლამინირება.

„ძალიან სასიამოვნო ფაქტია, განსაკუთრებით მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის, სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ მათ აქ სასიამოვნო, კომფორტული გარემო დახვდებათ. სასოფლო ბიბლიოთეკა ორმოცდაათი წელია არსებობს და პირველად ტარდება რემონტი“ – აღნიშნა გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ ტანძიაში იანა ბერიანმა.

14182623_554030118131548_49784742_n 14218370_554030114798215_797412070_n 14182116_554030121464881_1488337543_n


Share.

Comments are closed.