ქართული ოცნების კანდიდატი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში დავით შერაზადიშვილი იქნება

0

13957492_1047888721992536_1040785513_nმოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო-მ” 2016 წლის 8 ოქტომბერს გასამართ თვითმმართველი თემის-ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში ბოლნისის თემის გამგებლობის კანდიდატად დავით შერაზადიშვილი წარადგინა.

დავით შერაზადიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ 2014 წლის ივლისში დაინიშნა.

დავით შერაზადაშვილი დაიბადა 1969 წლის 3 დეკემბერს ქალაქ ბოლნისში, 1986 წელს დაამთავრა ბოლნისის №1 საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში, 1988-89 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური, 1993 წელს დაამთავრა ინსტიტუტი ვეტერინარი ექიმის პროფესიით. 1994 წელს მუშაობა დაიწყო თამარისის მეფრინველეობის ფაბრიკაში, შემდეგ მუშაობა გააგრძელა ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში. 2000-2011 წლებში მუშაობდა სავანეთის მეფრინველეობის ფაბრიკაში. 2012 წლის 29 ივლისამდე იყო შპს „მექანიზატორის“ სერვისცენტრის მენეჯერი.

შეგახსენებთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გოგი მეშველიანმა პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობდა დატოვა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

R


Share.

Leave A Reply