უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები, მარჩენალდაკარგულები და დევნილი ვეტერანები ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებენ

0

00128_1369820658_t0n0aსოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები, მარჩენალდაკარგულები და დევნილი ვეტერანები ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებენ. 46 ოჯახს წელს ნაცვლად 300 ლარისა პირად ანგარიშზე 500 ლარი ჩაერიცხება.
სოხუმის დაცემის დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი დღეა. ომი, რომელმაც 15 ათასი ქართველის სიცოცხლე შეიწირა და 300 000 დევნილად აქცია, 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა.
სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად, დახვრიტეს. 27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერს ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.
აფხაზეთის ომში ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან 281 მეომარი იბრძოდა, მათგან 10 ომში გმირულად დაეცა, 14 კი დღემდე დაკარგულად ითვლება.


Share.

Comments are closed.