სოფელ ნახიდურში “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატს გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს

0

14362713_1442023765821251_3393296180951768764_oსოფელ ნახიდურში “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატს გოგი მეშველიანს ადგილობრივებმა გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს.

თანასოფლელებს კანდიდატის მხარდაჭერისკენ პროფესიით ექიმმა იდრის ისმაილოვმა, პედაგოგმა სევდალი ალიევმა, ბოლნისის საკრებულოს წევრმა ვუგარ ისაევმა და კიდევ რამოდენიმე ადამიანმა მოუწოდა, რომლებმაც ხაზი გოგი მეშველიანის პიროვნულ თვისებებს, საქმისადმი მის დამოკიდებულებას და მუნიციპალიტეტის გამგებლობის პერიოდში განხორციელებულ პროექტებს გაუსვეს. თავის მხრივ, კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო, მთავრობის მიერ განხორციელებულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„პირველ რიგში მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. ჩემი გამგებლობის პერიოდში ზედმიწევნით კარგად შევისწავლე მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და მიმაჩნია, რომ მათ უმოკლეს ვადებში ეფექტურად გადაწყვეტისთვის, საჭიროა გარკვეული საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელება, რასაც საქართველოს პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, ჩვენს გუნდთან ერთად, აუცილებლად ვუზრუნველვყოფთ,“-განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.

R


Share.

Comments are closed.