რეაბილიტირებული №5 ბაღი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

0

14368927_1262091740518609_3442698426873286358_nდღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში ახლად რეაბილიტირებული #5 საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. წითელი ლენტი მხარის რწმუნებულ გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა და გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ვალენტინა ნავერიანმა გაჭრეს. ქართულ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილმა პატარა აღსაზრდელებმა სტუმრებს ლექსები წაუკითხეს და ბაღში დასათვალიერებლად შეუძღვნენ. №5 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015-16 სასწავლო წლის დასასრულს დაიწყო. ბაღს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა, მთლიანად შეიცვალა სახურავი, კარ-ფანჯარა, წყალსადენ- კანალიზაციის სისტემები, ელექტრო გაყვანილობები, იატაკი, ლამაზ ფერებში შეიღება გარე ფასადი, მთლიანად მოპირკეთდა და კეთილმოეწყო ეზო. №5 საბავშვო ბაღის პარალელურად სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის კიდევ ორ ბაღში ქალაქის №3 და სოფელ რატევანის საბავშვო ბაღებში მიმდინარეობდა. რაც შეეხება სასწავლო აღმზრდელობით პროცესს აღნიშნულ ბაღებში უახლოეს მომავალში განახლდება.


Share.

Comments are closed.