პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შეხვდნენ

0

14191796_1166671166739038_1637815002_o„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ვაგონშემკეთებელთა ჰოლდინგში შემავალ რუსთავის მეტალურგიული კომბინატის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებს შეხვდნენ. შეხვედრა მეტალურგიულ კომბინატში გაიმართა.

29-ე ოლქის დეპუტატობის კანდიდატი პაატა მხეიძე წარმოების თანამშრომლებს ქვეყნის სწრაფი განვითარების პროგრამაში მცირე და საშუალო ბიზნესის მნიშვნელობაზე ესაუბრა. მეწარმეებთან ერთად ბიზნესსექტორში არსებული გამოწვევებისა და მათი მოგვარების გზებზე ასევე ისაუბრა 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ.

„სწრაფი ეკონომიკური განვითარება პარტია,,ქართული ოცნების” მთავარი პრიორიტეტია, რუსთავს კი აქვს პოტენციალი, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

„რუსთავის სამრეწველო და სხვადასხვა პროფილის კვალიფიციური საინჟინრო კადრების პოტენციალის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დავაყენებთ რუსთავის თავისუფალი ეკონომიკურ-ინდუსტრიული ზონის სტატუსის მინიჭების საკითხს. ვაგონშემკეთებელ ჰოლდინგში შემავალი საწარმოები უნიკალურია თავისი საქმიანობით და წარმოებული პროდუქციით. ჰოლდინგის ხელმძღვანელობამ მოახერხა და წარმოება გადააიარაღა იმგვარად, რომ ვაგონებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი დეტალების უმრავლესობა ადგილზე მზადდება. სულ ახლო წარსულში კი აღნიშნული დეტალები ჩინეთიდან შემოდიოდა. ამ ტიპის საწარმოები კი კიდევ მეტად იქნება წახალისებული და მხარდაჭერილი“, – აღნიშნა პაატა მხეიძემ.

R


Share.

Comments are closed.