კომპანია „არემჯიმ” ბალიჭელებს პრობლემა მოუგვარა

0

14518670_1092187970895944_946554470_nდღეს დილიდან სოფელ ბალიჭში სანიაღვრე არხის გაჭრითი სამუშაოები მიმდინარეობს. წლების განმავლობაში უხვი ნალექის დროს ჩამოტანილი ქვა-ღორღი სოფელში არსებულ სანიაღვრეებს ავსებდა, დაგროვილი წყალი გასასვლელს ვერ პოულობდა, რის გამოც ზიანდებოდა ასფალტის საფარი და ხშირ შემთხვევაში წყალი მოსახლეობის საცხოვრებელ ეზოებში შედიოდა და მათ გარკვეულ ზიანს აყენებდა. აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სოფელ ბალიჭის მოსახლეობამ თხოვნით ადგილობრივ წარმომადგენლობას მიმართა.

ვერა გიორგაძე, გამგებლის წარმომადგენელი დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში: -აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროება მოითხოვდა მძიმე ტექნიკის გამოყენებას, დასახმარებლად კომპანია RMG-ის ხელმძღვანელობას მივმართეთ, მათ დაუყოვნებლივ გაითვალისწინეს ჩვენი თხოვნა და პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ტექნიკა გამოგვიგზავნეს, მინდა შემთხვევით ვისარგებლო და კომპანი RMG-ის ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო დახმარებისთვის, იმედი მაქვს რომ თანამშრომლობა შემდგომშიც გაგრძელდება, ვინაიდან ჩვენი ყოველი ქმედება ადამიანების ყოფითი პირობების გაუმჯობესებას ემსახურება, ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა არხის გაჭრით სამუშაოებში.

14509387_1092188087562599_1894190377_n

 


Share.

Comments are closed.