კომპანია „არემჯი” თანამშრომლებს უფასო სადილით უზრუნველყოფს

0

14330926_1272443962765743_536833636_nკომპანია „არემჯი“ პირველი სექტემბრიდან მასშტაბურ პროექტს ახორციელებს, რომელიც თვის განმავლობაში 2000-მდე თანამშრომელს სრულიად უფასო საკვებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

ყოველდღიურად ცვლაში მომუშავე დაახლოებით 1100 მუშა-მოსამსახურე კეთილმოწყობილ კვებით ობიექტებში მათთვის სპეციალურად შერჩეულ მრავალფეროვან კალორიულ საკვებს მიიღებს. თანამშრომლებს, ტენდერის საფუძველზე შერჩეული კომპანია „ფრაგოლას“ მზარეულები მოემსახურებიან და ჯანსაღ საკვებს მოუმზადებენ.

როგორც საწარმოში წლობით მომუშავე თანამშრომლები აცხადებენ მათი მუშაობის ისტორიის მანძილზე მსგავსი რამ პირველად ხდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 25 ადგილობრივი ადამიანი დასაქმდა, რომლებიც კვებით პუნქტებში გადანაწილდა.

მშრალი საკვები დაურიგდება ღამის ცვლაში მომუშავე პერსონალსაც. საწარმოს ტერიტორიაზე არსებულ ოთხ კვებით პუნქტს, სადაც თანამშრომლები ისადილებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. კეთილმოეწყო გარემო და დამონტაჟდა საჭირო ტექნიკა. მეხუთე დამატებითი კვებითი ობიექტი კი საყდრისის კარიერზე აშენდა.

„არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ბალანჩივაძემ საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კვებითი ობიექტი დეტალურად დაათვალიერა და მომზადებული საკვებიც დააგემოვნა. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, საწარმოში სამომავლოდ მუშა-მოსამსახურეების საკეთილდღეოდ კიდევ ბევრი პროექტი განხორციელდება.


Share.

Comments are closed.