დაბა კაზრეთში საკანალიზაციო ქსელის კეთილმოწყობა გრძელდება

0

IMG_0720კოლმეურნეობის ქუჩის მცხოვრებლები კანალიზაციის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, სოფლის ტიპის დასახლებაში ქსელის არ არსებობა მეზობლებს შორის  ხშირად   დავის საგანი ხდება, რადგან ნარჩენი და ნარეცხი წყალი ქუჩაში მოედინება.

„ამ ქუჩაზე ასამდე ოჯახი ვცხოვრობთ, კანალიზაციის გაყვანილობა არასდროს ყოფილა, ეზოებში ორმოები გვაქვს ამოთხრილი და ნარჩენ წყალს იქ ვუშვებთ, ხშირად ქუჩაში მიედინება და საშინელი სუნი დგება,  გარეთ გამოსვლა კი არა, სახლში გაჩერებაც შეუძლებელია,  გვპირდებიან და თუ მოგვარდება, ყველანი მადლობელი ვიქნებით.“

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის განვითარების უფროსს ვესაუბრეთ:

„დაბა კაზრეთში გასულ წელს განხორციელდა საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები, ეს იყო პირველი ეტაპი, პროგრამით გამოყოფილი თანხა ამ პრობლემის მოგვარებას სრულად არ ჰყოფნის, ამიტომ  აღნიშნული კუთხით მუშაობა წელსაც გაგრძელდება,  ეს არ ეხება მხოლოდ კოლმეურნეობის ქუჩას, დაბაში არსებულ ყველა ქუჩაზე, სადაც საკანალიზაციო გვაყვანილობაა საჭირო, ეტაპობრივად მოეწყობა და მოხდება არსებული ქსელის რეაბილიტაციაც. უახლოეს პერიოდში გამოვლინდება პრეტენდენტი კომპანია, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები მიწისქვეშა კომუნიკაციებზე და შემდეგ მოხდება შიდა გზების კეთილმოწყობა“, – აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.


Share.

Comments are closed.