გოგი მეშველიანი – მთის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია!

0

14231418_1423814734308821_8395394968173191522_o„მთის განვითარება ჩვენი პრიორიტეტია!“ – „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს„ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი აგრძელებს ამომრჩეველთა ინფორმირებას. ამჯერად მან საარჩევნო პროგრამა მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელ ხახალაჯვრის, წიფორისა და დარბაზის მოსახლეობას გააცნო.

ბოლნისის მუიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა ექვს სოფელს (დარბაზი, ხახალაჯვარი, ჭრეში, წიფორი, ბერთაკარი, ბალიჭი).

მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებთან მთავრობის მიერ 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა სფეროში მიღწეულ შედეგებზე, განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა და იმაზე თუ რას თვალისწინებს კანონი, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“.

„ჩვენი პოლიტიკური ძალა ორიენტირებულია სწრაფ განვითარებაზე, რათა ადამიანებს შეუქმნათ უკეთესი პირობები. სახელმწიფოს მიერ მაღალმთიანი რეგიონების მიმართ განხორციელებული პოლიტიკა არის ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ნაწილი და მიმართულია საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ- ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფისათვის და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრისკენ. ამ კანონის მიზანია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ -ეკონომიკური პროგრესის სტიმულირებისათვის შეღავათების განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას“,- განაცხადა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.

გოგი მეშველიანმა ასევე ისაუბრა თუ რა მიმართულებებს განსაზღვრავს და რა სოციალურ შეღვათებს ითვალისწინებს „მთის კანონი“.

„კანონში განსაზღვრულია სამი ძირითდი მიმართულება _ სოციალური, საგადასახადო შეღავათები და მთის განვითარების ფონდი. შეღვათებში შედის მთაში მცხოვრები ოჯახების დახმარება, რომელიც კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე, ერთი წლის განმავლობაში 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ, მესამე და შემდეგ შვილზე_200 ლარიან დახმარებას. პენსიონერები კი სექტემბერში უკვე 20%-იანი დანამატით აიღებენ (ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით 216 ლარს). ასევე მოხდება მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირების გათბობით უზრუნველყოფა, მაღლმთიან დაწესებულების პედაგოგებისათვის განსაზღვრულია სახელფასო დანამატი, არანაკლებ 35%-ისა. ის პედაგოგები კი, რომლებიც განათლების სამინისტროს ცალკეულ პროექტებში მონაწილეობენ _ამ პროექტის ფარგლებში თუ მთაში სამუშაოდ წავლენ მიიღებენ არანაკლებ 50%-იან სახელფასო დანამატს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები ექიმებისთვის განსაზღვრულია პენსიის ორმაგი ოდენობის, ექთნებისთვის კი პენსიის ერთმაგი ოდენობის დანამატები. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირებისათვის ელექტრო ენერგიის ხარჯების ანაზღაურებაც იგეგმება, სახელმწიფო ამ ხარჯების 50%-ს დაფარავს, ოღონდ ყოველთვიურად, არაუმეტეს,100 კვტ-ისა. ეს ყველაფერი კი მიმართულია იმისათვის, რომ მთში შევქმნათ შესაძლებლობები, გავაცოცხლოთ მაღალმთიანი დასახლებები და დავაბრუნოთ ადამიანები საკუთარ მიწა-წყალზე“,- აღნიშნა მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.

R


Share.

Comments are closed.