გოგი მეშველიანი და დავით შერაზადიშვილი მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

0

14446178_1446744312015863_1109135154109467204_n„არასამთავრობო ორგანიზაცია არის ის მიუკერძოებელი ძალა, რომელიც ობიექტურად აფასებს მოვლენებს.’’ -გოგი მეშველიანი ბოლნისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს გამგებლობის კანდიდატთან დავით შერაზადიშვილთან ერთად ბოლნისის წითელი ჯვრის ოფისში შეხვდა .
„მიმოვიხილეთ გასული პერიოდის განმავლობაში მათ მიერ გაწეული საქმიანობა, ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა. ასევე ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებსა და ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამაზე. განვიხილეთ თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სწრაფი განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.“-განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატმა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კანდიდატს გამგებლობის პერიოდში თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრის დასასრულს კანდიდატმა ორგანიზაციის შთბეჭდილებების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
R


Share.

Comments are closed.