ბოლნისში მზის ენერგოფერმის მოწყობა მიმდინარეობს

0

14184463_1244270215634095_7548716030385707430_n„მერების შეთანხმების“ ფარგლებში არსებული ვალდებულებების გათვალისწინებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მზის ენერგო ფერმის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. გასულ წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ევროკავშირის ინიციატივით დაწყებულ „მერების ხელშეკრულებას“, რომელიც ითვალისწინებს 2020 წლისთვის Co ემისიის 20%-ით შემცირებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში „ახალი ტექნოლოგიების ცენტრის“ მიერ მუნიციპალიტეტის შენობის სახურავზე დამონტაჟდა მზის პანელები და ამ ეტაპისთვის მონტაჟდება აპარატურაც.

„პროექტი გულისხმობს 15 კვტ. დადგმული სიმძლავრის მზის ენერგო ფერმის მოწყობას, ელ.ენერგიის მიწოდებასა და კოლექტორული მართვის და მონიტორინგის სისტემების ორგანიზებას. პროექტი გრანტის ფარგლებში დაფინანსდება გაფართოების პერსპექტივით, რაც გულისხმობს მზის პანელების დამატებას, რითაც შესაძლებელი გახდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვა ადმინისტრაციული შენობებისა და გარეგანათების ქსელის ელექტროენერგიით მომარაგებას“. -განაცხადა  არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა კონსტანტინე კორძაძემ.


Share.

Leave A Reply