ბოლნისის „ყოჩები“ ფოთის 7-კაცაზე

0

10590524_272250579643695_3408409536167465119_nხვალ ფოთში საქართველოს 7-კაცა ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართება და მასში რა თქმა უნდა ბოლნისის „ყოჩებიც“ ითამაშებს, რომელმაც ზაფხულში, შესარჩევ ტურნირში მე-4 ადგილი დაიკავა.

გუნდი ფოთში დღეს გემგზავრა და მცირე ტრავმების გამო მას ირაკლი გეგენავა და გიორგი ხარშილაძე დააკლდნენ. მთავარმა მწვრთნელმა რატი ურუშაძემ „კოლხეთის თასისთვის“ ოთხი მორკინალი: ნიკა ჩხიკვაძე, ბექა გუგეშაშვილი, ნიკო აფციური და კახაბერ მახარაშვილი; ასევე 8 ხაზის მოთამაშე იახლა: რამაზ ჯინაშვილი, გიორგი მელაძე, რატი გარუჩავა, ნიკა ცირეკიძე, ზაურ ნიკოლაშვილი, არჩილ ჭუმბურიძე, მიხეილ რეხვიაშვილი, გიორგი გულმაგარაშვილი. გუნდის ექიმი რომა სახოკია იქნება.

ფოთში მონაწილე 12-ივე გუნდი ერთ სასტუმროში იცხოვრებს. სისტემა ისეთივეა, როგორც ევროპის გრან პრიზე. გუნდები სამ 4-გუნდა ჯგუფში არიან გადანაწილებული და შაბათს ჯგუფურ ეტაპს მოილევენ, რის შემდეგაც 8 საუკეთესო თასისთვის გააგრძელებს ბრძოლას, ხოლო ქვედა ოთხი მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებენ.

შესარჩევი ტურნირის შემდეგ ფოთში თამაშზე უარი თქვეს „არმაზმა“ და „დინამომ“. სანაცვლოდ გუნდი ვერ გამოიყვანა მასპინძელმა ფოთმა, რის გამოც შესარჩევი ეტაპის გამარჯვებული „აკადემია“ ორი გუნდით იქნება წარმოდგენილი, ხოლო წვეული გუნდი სამეგრელოს ნაკრები „ბარბაროსები“ იქნება.

„ყოჩები“ „გ“ ჯგუფში „ბათუმთან“, „ბაგრატთან“ და „არმიასთან“ ითამაშებს. პირველი თამაში 12:40 საათზე „ბაგრატთან“ გვექნება, 15:20 საათზე „არმიას“ შევხვდებით, ხოლო 17:20 საათზე, დღის დასკვნით მატჩში „ბათუმს“შევერკინებით. კვირის განრიგი რა თქმა უნდა ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.


Share.

Comments are closed.