ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლობისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოლებს

0

14184463_1244270215634095_7548716030385707430_n8 ოქტომბერს თვითმმართველი თემის-ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ბოლნისელები საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების პარალელურად ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს აირჩევენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატების წარდგენის ვადა დღეს ამოიწურა.  საბოლოო მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად ხუთი კანდიდატი იბრძოლებს.

საქართველოს პრეზიდენტმა გამგებლის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესახებ განკარგულება 19 აგვისტოს გამოსცა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც დაკავებული თანამდებობა, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა გოგი მეშველიანმა, რომელიც მმართველმა პარტიამ, საპარლამენტო არჩევნებში ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა.


Share.

Comments are closed.