ბოლნისის ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა

0

14233078_1249134831814300_6079602876243777396_nბოლნისის მუნიციპალიტეტის 12 საბავშვო ბაღიდან 9-ში დღეს დილიდან სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი განახლდა.დარჩენილ 3 ბაღს წელს სრული სარეაბილიტაციო სამუშოები ჩაუტარდა. აღსაზრდელები სასწავლო პროცესს განახლებულ და კომფორტულ გარემოში უახლოეს მომავალში განაახლებენ.
სწავლის დაწყება აღსაზრდელებსა და აღმზრდელებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით შერაზადიშვილმა მიულოცა. დავით შერაზადიშვილი ქალაქ ბოლნისის N 1 საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრა და პატარებსა და აღმრდელებს გაესაუბრა.
,,დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის 12-დან 9 საბავშვო ბაღში განახლდა სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი.თითოეულ აღსაზრდელს,აღმზრდელსადა მშობელს ვულოცავ დღევანდელ დღეს. სკოლამდელი აღზრდის ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ახალი ხელისუფლების პირობებში ამ კუთხით ბოლნისში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. არსებული 12 ბაღიდან 9 სრულად რეაბილიტირებულია,რომელიც თანამედროვე სტანდარტებს პასუხობს. წელს 3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მოვახერხეთ,სადაც სასწავლო პროცესი უახლოეს მომავალში განახლდება”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა დავით შერაზადიშვილმა.


Share.

Comments are closed.