ახალი სასწავლო წელი დღეს ბოლნისის ყველა სკოლაში დაიწყო

0

2016-09-16_014358განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად სწავლა 15 სექტემბერს დაიწყო. ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს და მასწავლებლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოდაგილემ ვალია ნავერიანმა, გუბერნატორის აპარატის უფროსის მოადგილემ ლევან ჟვანიამ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმღვანელმა ია სვანიძემ მიულოცეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტში 780 პირველკლასელი დარეგისტრირდა, მაგრამ ხელახალი რეგისტრაციის გამოცხადების შემდეგ მათი რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. მოსწავლეებს ტრადიციულად, სახელმღვანელოები დაურიგდათ, რაც შეეხება პირველკლასელებს, ახალ სახელმძღვანელოებთან ერთად პორტატული კომპიუტერებიც გადაეცათ. ახალ სასწავლო წელს №1 საჯარო სკოლაში სწავლა ღონისძიებით დაიწყო, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, სკოლის დირექტორმა ირმა წაქაძემ 2015-16 სასწავლო წელს სხვადასხვა აქტივობებში გამორჩეულ და გამარჯვებულ ბავშვებს დიპლომები გადასცა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებულ ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით ახალი სასწავლო წელი ყოველ წელს 15 სექტემბერს დაიწყება.


Share.

Comments are closed.