„ქართულმა ოცნებამ“ აქცენტი წარმოების განვითარებაზე გააკეთა. მცირე და საშუალო ბიზნესის განსავითარებლად მიზნობრივი პროგრამები განხორციელდა. პროგრამის-„აწარმოე საქართველოში„ ფარგლებში, 400 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია გაიცა და 165 ახალი საწარმო გაიხსნა. პრიორიტეტად იქცა სოფლის მეურნეობის განვითარება.“-‘’ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სოფელ ზვარეთისა და რატევანის მოსახლეობას შეხვდა. მმართველი პოლიტიკური ძალის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ადგილზე გაეცნო არსებულ პრობლემებს და მთავრობის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.
„ 2012 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპი . ბოლნისის მუნიციპლიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2013-2016 წწ -ში არაერთი პროექტი დასრულდა და მიმდინარეობს.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაბებსა და სოფლებში, მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით, მოგვარდა რიგი მნიშვნელოვანი საკითხები : (სასმელი წყლის სისტემები , სოფლის შიდა გზები, რიტუალების სახლები ,სასაფლაოების შემოღობვა , სარწყავი წყლის სისტემების და გარე განათების მოწყობა). 2013-2016 წლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის ,სოციალური უზრუნველყოფის ,განათლებისა და კულტურის სფეროებში ქმედითი პოლიტიკა ხორციელდება.2016 წელს 2012 წელთან შედარებით 60 % – ით გაიზარდა სოციალური პროგრამების დაფინანსება. ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის მთავარი პრიორიტეტი ადამიანი და მათზე ზრუნვაა,“- განაცხადა „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს „ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს ” ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი დღესვე სოფელ რატევანში ყველისმწარმოებლებს შეხვდა, მათი პრობლემები მოისმინა და მთავრობის მიერ წარმოების განვითარებაზე მიმართულ პროექტებზე ისაუბრა. სოფელ რატევანში მუშაობს 16 მცირე ყველის საწარმო სადაც 200 ადგილობრივია დასაქმებული.
R