აქციას ,,დავასუფთაოთ საქართველო” ბოლნისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა

0

14324223_1257977937596656_1969073492890004721_oდაბა თამარისის კორპუსების მიმდებარე ტერიოტორია და სტიქიური ნაგავსაყრელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული , ინფრასტრუქტურისა და კომუნალური სამსახურის თანამშრომლებმა დაასუფთავეს. პარალელურ რეჟიმში აქციას მუნიციპალური ზედამხედველობის თანამშრომლებიც შეურთდნენ და სოფელ სავანეთის ტერიტორია მოაწესრიგეს.
საერთაშორისო გარემოსდაცვითი კამპანია ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააფუძნა, ყოველ წელს სექტემბერის თვეში ტარდება და ამ კამპანიაში მონაწილე ქვეყნების აღნიშვნა ხდება მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე. კამპანიაში მონაწილე ქვეყნების რაოდნობა ყოველწლიურად იზრდება და გარკვეულწილად ქვეყნის პრესტიჟს წარმოადგენს.

კამპანიაში მონაწილეობით ადამიანები ერთიანდებიან ერთი იდეის გარშემო – შეუქმნან საკუთარ შვილებს და ოჯახს ჯანმრთელ გარემოში ცხოვრების პირობები.


Share.

Comments are closed.