„არემჯის” თასი 2016 დაიწყო

0

14444591_1043949432370809_8750774763298443657_oკაზრეთში, 26 სექტემბერს, ტრადიციად ქცეულმა მინი ფეხბურთის ტურნირმა ,,არემჯის თასი 2016“, სტარტი აიღო. შეჯიბრება ერთი კვირის მანძილზე გაგარძელდება და ექვსი ადგილობრივი გუნდი იასპარეზებს. მათ შორის იქნება საწარმოს თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც კომპანიის სახელით მიიღებს მონაწილეობას. ტურნირის გახსნას ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივრები და მოწვეული სტუმრები, ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გოგი მეშველიანი,გამგებლობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი,შტაბის უფროსი ნუკრი ანდრიაძე და ბოლნისის საფეხბურთო კლუბ ,,სიონი’’-ს გენერალური დირექტორი ლადო ბურდული ესწრებოდნენ. მათ „არემჯის“ წამოწყება დადებითად შეაფასეს და წარმატება უსურვეს მონაწილე გუნდებს. ,,არემჯის თასი 2016“-ს ფინალური შეხვედრა სამ ოქტომბერს გაიმართება.

R


Share.

Comments are closed.