„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლნისი წინ მიდის!“, – ამ სიტყვებით შეხვდნენ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”-ს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს

0

14079733_1414429971913964_8797280499660823129_n„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლნისი წინ მიდის!“, – ამ სიტყვებით შეხვდნენ „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო”-ს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს სოფელ ფარიზში. გოგი მეშველიანი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, აგრძელებს მოსახლეობასთან შეხვედრებს. იგი სოფელ ფარიზის, ცურტავისა და დაბა თამარისის მოსახლეობას შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო და მთავრობის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე ესაუბრა.

„მოვისმინეთ საარჩევნო პროგრამა, ძალიან მომეწონა, პრობლემებიც გავუზიარეთ და მჯერა, რომ შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას გაგვიწევს“,- მამედ იუსუბოვი სოფელ ფარიზის მკვიდრი.

„ეს ადამიანი იყო მუნიციპალიტეტის გამგებელი და როცა კი მიგვიმართავს სულ დაგვხმარებია და ჩვენი აზრი ყოველთვის გაუზიარებია. არის ახალგაზრდა , მოწადინებული ,ყურადღებიანი და უშუალო ადამიანი“,-აღნიშნა დაბა თამარისის მკვიდრმა ნანული მაისურაძემ.

„აქ ძირითდი პრობლემები ეხება მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას. მოსახლეობას სრულად აქვს გააზრებული ყველა ის თემა , რომელიც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოგვარდა. ამ სოფლებში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ. მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებით და ყველა იმ საკითხის გადაწყვეტით ,რომელიც ჩვენმა მთავრობამ განახორციელა. თუმცა არის ბევრი ისეთი ნიუანსი ,რომელზეც დამატებით მოგვიწევს მუშაობა , რათქმაუნდა  მზად ვართ ამ საკითხებზე ვიმუშაოთ. ძალიან კმაყოფილი ვარ შეხვედრებით, მოსახლეობის განწყობით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გვექნება შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოში ვიმუშაოთ ამ პრობლემების გადაწყვეტაზე“ ,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა.

R

14079671_1414429701913991_5322965535614423281_n


Share.

Comments are closed.