შეხვედრა ადიგენის მოსახლეობასთან

0

_FR_7689ადიგენი არის ადგილი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში,–განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ადიგენში გამართულ შეხვედრაზე. მისი განმარტებით, სწორედ ადიგენზე გაივლისჩრდილოეთ–სამხრეთის და აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალები, რაც დიდ ბიძგს მისცემს მთლიანად რეგიონის განვითარებას და ადიგენში ბიზნესაქტივობას შეუწყობს ხელს . გიორგი კვირიკაშვილმა ადიგენის მოსახლეობას „ქართული ოცნების” მაჟორიტარიდეპუტატობის კანდიდატი–გიორგი კოპაძე წარუდგინა და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა. პრემიერ–მინისტრის თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმიმართულებებს: ჯანმრთელობის დაცვას, სოფლის მეურნეობას, ინფარსტრუქტურულ პროექტებს, წარმოების განვითარებას. მანვე ხაზი გაუსვა განათლების სისტემის რეფორმირების მნიშვნელობას, რაც მთავრობის 4–პუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილია.

„დღეს გარკვეული პროფესიის ადამიანები სანთლით საძებარია და ამავე დროს ჩვენი ახალგაზრდები ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს პროფესიით, რაც ჭარბად არის ქვეყანაში. ვფიქრობ, დანაშაულს ჩავდივართ მომავალი თაობის წინაშე, როცა არ ვაძლევთ სწორმიმართულებას მათ. ეს აუცილებლად გამოსწორდება და ამ პროცესს წარმატებული შედეგით დავასრულებთ,”–აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმაზე. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დასახული მიზნების განსახორციელებლად, უპირველესად, საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია.

„ყოველგვარი ემოციის გარეშე მინდა გითხრათ, უნდა დასრულდეს ჩვენი ისედაც პატარა ერის გათითოკაცება. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და უზრუნველყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი, ჩვენი მოხუცების უკეთესი სიბერე, ჩვენი ახალგაზრდების უკეთესიგანათლება და მათი დასაქმება, შუა ასაკის ადამიანების ბოლომდე ჩართვა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ჩვენ შეგვიძლია 4 წლის თავზე მივიღოთ თვისობრივად ახალი ქვეყანა,”–განაცხადა მთავრობის მეთაურმა ადიგენის მოსახლეობასთანშეხვდერისას.

ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ მხარდაჭერისთვის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სწორედ „ქართულმა ოცნებამ” მოიტანა ქვეყანაში ყველა ის სიკეთე, რასაცჰქვია თავისუფლება და ადამიანების გვერდში დგომა.

„მე ჩემის მხრივ, მინდა ვთქვა, რომ ვიქნები თითოეული თქვენთაგანის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ვიქნები თქვენი ელჩი, თქვენი ყველა ნების მიმტანი და გადამცემი ჩვენი ხელმძღვანელობისა და მთავრობისთვის. დიდი მადლობა კიდევერთხელ და მოგიწოდებთ ყველას, რომ 8 ოქტომბერს მობრძანდეთ, მხარი დაუჭიროთ „ქართულ ოცნებას”,-განაცხადა გიორგი კოპაძემ.

R


Share.

Comments are closed.