ქართულმა ოცნებამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბოლნისის მუნიციპალიტეტში გოგი მეშველიანი დაასახელა

0

5434_1057683540919823_6316639113446942881_nპოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას განაგრძობს.

დღეს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებას ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ბოლნისის მუნიციპალიტეტში გოგი მეშველიანი დასახელდა. 

გოგი მეშველიანი 1971 წლის 30 ნოემბერს დაიბადა. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ეკონომიკის ფაკულტეტი. სპეციალობა: ფინანსები და კრედიტი.

2014 წლიდან ხელმძღვანელობს ბოლნისის მუნიციპალიტეტს. ადგილობრივი არჩევნების შედეგად მას ნდობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობამ გამოუცხადა. მანამდე კი მუშაობდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ერთობლივი პროექტის კოორდინატორად. 2005-2007 წლებში მუშაობდა ამავე პროექტის ადმინისტრატორად. 1997-2004 იყო საქართველოს შემოსავლების სამინისტროს ზონალური საგადასახადო ინსპექციის უფროსი, 1996-1997 – ბოლნისის რაიონის გამგეობის ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, 1995-1996 – საქართველოს პარლამენტის წევრის ბიუროს უფროსი. 1994-1995 – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის რწმუნებული ბოლნისის რაიონში. 1992-1993 – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტში, მთავარსარდლის დაცვის ათეულის ოფიცრი, 1991-1992 – იყო საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის ბოლნისის ბატალიონის მებრძოლი; არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1991-1993 წლებში წარმოებული ბრძოლების მონაწილე. ჰყავს მეუღლე.

13933332_10154351313177230_1382024512_n 13936615_10154351030992230_2142756850_n 13940988_10154351034012230_854329612_n 13941111_10154351313882230_1672351788_n 13900746_10154351044372230_1077414239_n 13936684_10154351061282230_1900197531_n 13936967_10154351028242230_1524185442_n 13941132_10154351314552230_490025644_n 13942348_10154351040922230_203433409_n

 


Share.

Comments are closed.