ტანძიაში საბა დადვანის სახელობის წყარო  მოეწყო

0

14080064_1230050267027175_5331892326506774858_nბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და ადგილობრივი მოსახლეობის სურვილით ტანძიაში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული საბა დადვანის სახელის უკვდავსაყოფად, გმირის სახელობის წყარო მოეწყო. სოფლის ცენტრალური გზის პირას შემოიღობა ტერიტორია, გაკეთდა წყარომდე მისასვლელი კიბე, მოპირკეთდა ქვაფენილით, დაიდგა სკამები და დამონტაჟდა გარე განათება.

,,საბა დადვანის სახელის უკვდავსაყოფად სოფელში მისი სახელობის წყარო გასულ წლებშიც გაკეთდა, თუმცა ის  მცირე ზომის და მოუწესრიგებელი იყო, რომელიც  ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივითა და დაფინანსებით ახალმა, გაცილებით ლამაზმა და კეთილმოწყობილმა წყარომ ჩაანაცვლა. ეს ფაქტი განსაკუთრებით სასიამოვნო აღმოჩნდა ახალგაზრდებისთვის, რომელიც მათი თავშეყრის ადგილი გახდა. ასევე ამასთან დაკავშირებით მადლიერებას გამოხატავენ საბას ოჯახის წევრებიც,“- განაცხადა გამგებლის  წარმომადგენელმა სოფელ ტანძიაში, იანა ბერიანმა.

14053947_1230050507027151_4906096199993572488_n 14100249_1230092870356248_3544144191981893934_n 13726623_1230050450360490_5775893403457411872_n


Share.

Comments are closed.