საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მადლობა გოგი მეშველიანსა და იროდი უგრეხელიძეს

0

13907088_1219023081492142_3308886475071336750_nსაქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო შატბერაშვილმა, პროფესიული საქმიანობის ჯეროვნად შესრულებისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგი მეშველიანსა და მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსს იროდი უგრეხელიძეს მადლობის წერილი გამოუგზავნა.
,, სოციალურ მუშკთა ასოციაცია დიდ მადლობას გიხდით თქვენი პროფესიული საქმიანობის გულისხმიერად და ჯეროვნად შესრულებისთვის. ქვემო ქართლის წარმომადგენელმა, ჩვენი ასოციაციის წევრებმა, შეხვედრისას გამორჩეულად აღნიშნეს თქვენი, როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანადგომა მათი პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას. გვიხარია, რომ იაზრებთ, სოციალური მუშობის როლს ადამიანის კეთილდღეობაში და კეთილსინდისიერად ასრულებთ ადგილობრივი თვითმმართველობის შეუცვლელ ფუნქციას, შესაბამისი და ეფექტური მომსახურება გაუწიოს სოციალური პრობლემების მქონე ადამიანებს მის მუნიციპალიტეტში. იმედია, თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ კოლეგებს სხვა მუნიციპალიტეტებში და წაახალისებთ მათ საქმიანობას”,- ნათქვამია წერილში.


Share.

Comments are closed.