მდინარე ფოლადაურზე მდებარე ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

0

13886298_1219811851413265_8343843981774189367_nმდინარე ფოლადაურზე მდებარე ხიდს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ხატისოფლისა და ვანათის მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მდინარე ფოლადაურზე მდებარე სამანქანო ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაასრულა. შეიცვალა დაზიანებული რკინის მოაჯირები,შეიღება და გამაგრდა რკინის კონსტრუქცია. გარდა ამისა, სამანქანო ხიდზე მოეწყო საფეხმავლო ჯებირი და გამყოფი ზოლი.


Share.

Comments are closed.