მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები, პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება

0

57310_57310_252708_13962878_317504728594558_7019319215432938482_o_650მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები, პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნისპროცედურა მნიშვნელოვნად მარტივდება, – ცვლილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ცვლილება მნიშვნელოვანი იქნება, ამ მიმართულებით ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერის მოსახსნელად, რათა პენსიონრებმა და სოციალური პაკეტით მოსარგებლეებმა დამატებითი შერავათები მარტივად მიიღონ.

„ჩვენ მიზნად დავისახეთ მთაში მცხოვრები მოსახლეობის დამატებითი სოციალური უზრუნველყოფა და ამ პროგრამით, ახალგაზრდა და მრავალშვილიანი ოჯახები უკვე სარგებლობენ. ხოლო, პირველი სექტემბრიდან დანამატებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები; საგადასახადო შეღავათებით კი, მეწარმეები, მთიან რეგიონებში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


Share.

Comments are closed.