გოგი მეშველიანი  აგრძელებს მოქალაქეების ინფორმირებას  საარჩევნო პროგრამის შესახებ

0

14045761_1412954972061464_2543068413761269439_n„ჩვენ ამ ორი წლის მანძილზე ყოველთვის ვგრძნობდით თქვენ მხარდაჭერას,“- ამ სიტყვებით მიმართა მოსახლეობამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ  გოგი მეშველიანს.

მმართველი გუნდის კანდიდატი  სოფელ მწყნეთის, მუხრანას, ბალახაურის, ხიდისყურისა და  ნახიდურის მოსახლეობას შეხვდა. გოგი მეშველიანმა ადგილობრივებთან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ ძირეულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მოსახლეობის თქმით, მათ დასახლებებში რიგი პრობლემები მოგვარდა (ელექტროენერგია, სასმელი და სარწყავი წყალი, ბუნებრივი აირი). მიუხედავად ამისა, მათი სოფლების რამდენიმე უბანში კვლავ რჩება მოსაგვარებელი ინფრასტრუქტურული პრობლემები.

„ჩემი მუშაობის მანძილზე ყოველთვის იყო პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვა და მათთვის პირობების გაუმჯობესება. მე ვიცი ყველა პრობლემა და ისიც, რომ განვითარებული ინფრასტრუქტურა პროგრესის წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი პოლიტიკური ძალა განაგრძობს მუშაობას მოსახლეობის კეთილდღეობისათვის’’, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  გოგი მეშველიანმა.

R

14045739_1412954938728134_7043378920233342631_n


Share.

Comments are closed.