ბოლნისში ღია ტიპის სავარჯიშო მოედანი მოეწყო

0

esქალაქ ბოლნისში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ღია ტიპის სავარჯიშო მოედანი გაკეთდა.

„იცხოვრე სპორტით და დარჩი ახალგაზრდა“ – აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, მსგავსი ტიპის მოედნები ეტაპობრივად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა. მოედანზე განთავსდა სპორტული ინფრასტრუქტურა, რომელიც ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ახალი მოედნით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, იგი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც.

 


Share.

Comments are closed.