ახალი სასწავლო წლიდან №1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები სასკოლო ფორმით ივლიან

0

11188224_1618732788357412_5328394832187151488_n,,ძვირფასო მშობლებო, სექტემბრიდან სკოლაში შემოდის ფორმები…“ – მსგავსი სახის შეტყობინებები №1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა მიიღეს, რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ამბობენ, რომ ფორმები ძვირი ჯდება, რისი საშუალებაც არ  აქვთ. აღნიშნულით bolnisi.ge  დაინტერესდა და სკოლის დირექტორს დაუკავშირდა.

,,გადაწყდა, რომ ჩვენს სკოლაში შემოვიღოთ ფორმები, თუმცა, რადგან სექტემბრისთვის ვერ ესწრება შეკერვა,  მოსწავლეები სკოლაში დაიშვებიან შავ-თეთრი ფორმებით.  ვაჟები თეთრი პერანგებითა და მუქი ფერის სადა შარვლებით, გოგონები კი თეთრი ზედებითა და „კლეჩატი“ ე.წ შოტლანტკა ქვედაბოლოებით. ნოემბრისთვის შეიკერება ფორმები, ბიჭებისთვის  მხოლოდ ზედები, გოგონებისთვის კი ზედები და ბოლოკაბები. რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას, მშობლების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ფასები  ხელმისაწვდომია, ზედები ჯდება 25 ლარამდე, ხოლო ქვედაბოლოსთან ერთად 50-60 ლარამდე, ვფიქრობ  ნორმალური ფასებია. ზედები აუცილებლად ყველასთვის ერთნაირი უნდა შეიკეროს სპეციალურ სამკერვალოში, თუმცა ქვედაბოლოები შეუძლიათ თავად შეუკერონ მშობლებმა. დაწვრილებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მივაწვდით მშობლებს.“ – განაცხადა №1 საჯარო სკოლის დირექტორმა ირმა წაქაძემ.


Share.

Comments are closed.