არჩილ თალაკვაძე პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” –  ს ოზურგეთის პარტიის  დამფუძნებლებსა და წევრებს შეხვდა

0

IMG_0181დისკუსია ადამიანის უფლებების სფეროს, მაკროეკენომიკური სტაბილურობის მაჩვენებლებს, ჯანდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებს, საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ოზურგეთში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს და საქართველოსმთავრობის 4 პუნქტიან გეგმას შეეხო.
„ თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ხელისუფლებასთან ერთად არაერთი გამარჯვება მოიპოვეთ და ბევრი სასიკეთო საქმე  გააკეთეთ. მე ვიქნები თქვენს გვერდით და გპირდებით, რომ ვიქნები შედეგზე ორიენტირებული,”- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. მან განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას” პრემიერ-მინისტრის სახით ჰყავს ძლიერი ლიდერი და განახლებული გუნდი, რომელიც მომავალში კიდევ უფროსწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს. შეხვედრას ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩიაც ესწრებოდა.

R


Share.

Leave A Reply