ანსამბლმა „ბოლნელა“ „ყაზბეგობა 2016“ -ში მიიღო მონაწილეობა

0

14159707_1073650316048571_1966855421_n26 აგვისტოს, დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგისადმი მიძღვნილი დღესასწაული „ყაზბეგობა 2016“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული და ეთნოგრაფიული კუთხეები. გაიმართა ფოლკლორული ფესტივალი „მცხეთა-მთიანეთი 2016“, სადაც ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი „ბოლნელა“ საპატიოდ იქნა მიწვეული და მაყურებლის წინაშე 3 სიმღერით წარსდგა.  დღის ბოლოს კი გაიმართა  ჯგუფი „მგზავრები“-ს კონცერტი.


Share.

Comments are closed.