MYVIDEO-ს საჩუქარი დავით რეხვიაშვილს

0

1501163_536733133135312_4607198411632898099_oდავით რეხვიაშვილს „გაზეთ ბოლნისის“ რედაქტორმა ხატია ფოცხვერაშვილმა MYVIDEO TV BOX  გადასცა საჩუქრად.

ერთი თვის წინ დავითს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სურვილი აუსრულა და იუბილეზე საჩუქრად პლაზმური ტელევიზორი მიუტანა. სწორედ მაშინ გაუჩნდა იდეა ჩვენ ხელმძღვანელს თანამედროვე ტექნიკის მოყვარული ახალგაზრდისთვის საჩუქრად – საკაბელო ტელევიზიის ჭკვიანური ალტერნატივა MYVIDEO TV BOX გადაგვეცა, რათა ბოლნისზე და ბოლნისელებზე ინფორმაციას გაზეთი ბოლნისის პარტნიორ პორტალზე MYVIDEO-ზე გასცნობოდა.

დავით რეხვიაშვილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდაა და მას ძირითადი დროის გატარება სახლში უწევს, იგი რეგულარულად ეცნობა უახლეს ინფორმაციას და მუდმივად ძიებაშია, ის საჩუქრები, რომელიც გოგი მეშველიანმა და „გაზეთი ბოლნისის“ რედაქტორმა MYVIDEO-სთან ერთად უსახსოვრა დავითს ხელს შეუწყობს მსოფლიოში განვითარებულ მიმდინარე მოვლენებს უკვე დიდ ეკრანზე ადევნოს თვალყური.


Share.

Comments are closed.