უფასო სამედიცინო აქცია დაბა კაზრეთში

0

2016-07-03_101432დღეს დაბა კაზრეთში უფასო გასინჯვა-კონსულტაცია ასამდე ადამიანმა ჩაიტარა, მოსახლეობას მომსახურებას ,,ქართულ-ფრანგული სამეცნიერო ცენტრი-ხუჯაძის კლინიკის ‘’ პროფესიონალი ექიმები უწევდნენ. აქციაზე მისულებს საშუალება ჰქონდათ ყელ-ყურ-ცხვირის პრიფილაქტიური გასინჯვა-გამოკვლევა უფასოდ ჩაეტარებინათ. სამედიცინო აქციას გამგებლის მოადგილე ვალენტინა ნავერიანი და ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი ესწრებოდნენ . აღნიშნული ღონისძიება დედაქალაქის საკრებულოსა და ქართულ-ფრანგული სამეცნიერო ცენტრის ერთობლივი ინციატივითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ორგანიზებით ჩატარდა.


Share.

Comments are closed.