უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის მომსახურებების შესყიდვის მეორე მცდელობაც უშედეგოდ დასრულდა

0

5373890-homeless-dogs-behind-fance-outside-in-a-shelterშპს ,,კომუნალური მეურნეობის” მიერ გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის (საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიისა და ცხოველთა სამარხში გადაყვანის) მომსახურებების შესასყიდად კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

მაწანწალა ძაღლების საკითხი, რომელთა რიცხვმა ბოლო დროს ქალაქში განსაკუთრებით იმატა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება. კომუნალურ მეურნეობაში იმედოვნებენ, რომ მესამე მცდელობაზე მაინც გამოჩნდება პრეტენდენტი, რომელიც იზრუნებს მუნიციპალიტეტისათვის მნიშნელოვანი პრობლემის მოგვარებაზე.

„მომსახურების განხორციელების პროცესში გასათვალისწინებელი აუცილებელი მოთხოვნები:

3.1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა (მხოლოდ შემსყიდველის მითითებით) საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად (ჰუმანური მეთოდებით). 3.2. დაჭერილი ცხოველების ტრანსპორტირება სპეციალური ავტოტრანსპორტით თავშესაფარში.

3.3 თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ მათი სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია და სხვა ვეტერინალური მომსახურების გაწევა, მარკირება ყურის კლიპის მეშვეობით (დაბირკვა) და რეგისტრირებული ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნება.

3.4 ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე მძიმედ დაავადებული ცხოველების ევთანაზია და ცხოველთა ბიოთერმულ სამარხში (ბეიკერის ორმო) გადაყვანა.

3.5 ცხოველების დაჭერა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე უნდა განხორციელდეს ცხოველთა რეგისტრაციის მკაცრი კონტროლი.

3.6 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ თვეში სამჯერ (კონკრეტული თვის რიცხვები შეირჩევა შემსყიდველსა და გამარჯვებულ პრეტედენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში) შესაბამისი რეიდების მოწყობა, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რეიდების მოწყობა.

3.7 ყოველი მომდევნო რეიდის დაწყებამდე გამარჯვებული ორგანიზაციის მიერ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წინა რეიდის დროს თავშესაფარში /ცხოველთა სამარხში გადაყვანილი ძაღლების რაოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა.” – ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.

შმაგი სვანიძე, შპს „კომუნალური მეურნეობის“ ხელმძღვანელი:

– როგორც მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტში კვლავ მწვავე პრობლემად რჩება მაწანწალა ძაღლების საკითხი,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან აღნიშნულ მომსახურებაზე გამოვაცხადეთ ტენდერი, სადაც ერთი ძაღლის მომსახურება 80 ლარით იყო გათვლილი და საერთო ჯამში მომსახურების ღირებულება 20 000 ლარს შეადგენდა. პირველ ტენდერში არ შემოვიდა არცერთი პრეტედენტი და ტენდერი ჩაშლილად გამოცხადდა. გასულ წელსაც არ იყო მომსახურება გაწეული აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან გამკაცრდა მოთხოვნები ამ კუთხით. მეორე ელექტრონული ტენდერი 8 ივლისს გამოცხადდა და სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად გაწეული მომსახურებისთვის თანხა 5 000 ლარით გაიზარდა და მისი საერთო ღირებულება 25 000 ლარს შეადგენდა, თუმცა ეს ტენდერიც ჩაშლილად გამოცხადდა. იმედი მაქვს მესამე ტენდერი, რომელიც 15 ივლისს გამოცხადდება, შემოვა პრეტედენტი და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნებს.


Share.

Comments are closed.