სტიქიამ ბოლნისის რამდენიმე სოფელი დააზარალა

0

13700047_1210628388998278_8914249934525909785_n20 ივლისს ქარბორბალამ, ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.

სოფელ აკაურთაში, ტანძიასა და დისველში 20-მდე საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა. განადგურდა მიწის სავარგულები, ხეხილი და ვენახი. საგზაო ინფრასტრუქტურა დაზიანდა სოფელ ძველ ქვეშსა და ტანძიაში. სოფელ დისველში კი 50 ჰა ფართობის ნათესები მთლიანად არის განადგურებული, რომელიც მოსახლეობას  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეული არ ჰქონდა.
დაზარალებულები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა პირველ მოადგილესთან ერთად მოინახულა და არსებული მდგომარეობა პირადად დაათვალიერა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2016 წელს სტიქიური მოვლენების შედეგების შესწავლის მიზნით სამუშაო ჯგუფი“ . მოქალაქეების განცხადების საფუძველზე სამუშაო ჯგუფი ყველა დაზიანებული საცხოვრებელი სახლის მდგომარეობას შეისწავლის, რის შემდეგაც მოხდება დაზარალებული მოსახლეობისთვის მატერიალური დახმარების გაწევა.


Share.

Comments are closed.