სოფელ ბალიჭში სასმელი წყლის ახალი ხაზი გაიყვანეს

0

13606607_890781047694622_7211227633813064363_nსოფელ ბალიჭის ეგრეთ წოდებულ ქვედა დასახლებას, სადაც ოცამდე ოჯახი ცხოვრობს, ზაფხულის დადგომასთან ერთად სასმელი წყლის პრობლემა ექმნებოდა, თვეების მანძილზე ონკანებში წვეთი წყალი არ მოდიოდა. მიზეზი დებეტის სიმცირე და წყლის არასწორი ხარჯვა იყო. ზედა დასახლება სასმელ წყალს სარწყავად იყენებდა და მოსახლეობის ნაწილი წვიმის იმედად რჩებოდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის შუამდგომლობით გაერთიანებული წყალმომარაგების ბოლნისის სერვისცენტრის წარმომადგენლებმა სოფლის ნაწილისთვის ცალკე ხაზი გაიყვანეს, მოსახლეობას უწყლობის პრობლემა აღარ შეაწუხებს. მათ 24 საათიანი წყალმომარაგება ექნებათ.


Share.

Comments are closed.