საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარე ქვემო ქართლის წევრებს შეხვდა

0

13754489_1150788101662533_7924557047918871370_nსაქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარე რუსთავში ქვემო ქართლის წარმომადგენლებს შეხვდა. კოლეგებმა განიხილეს პროფესიული მიღწევები, გამოწვევები, მათ წინაშე არსებული სისტემური თუ ინდივიდუალური პრობლემები და სამომავლო გეგმებზე  შეთანხმდნენ.
სოციალურმა მუშაკებმა  გამორჩეულად აღნიშნეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თანადგომა პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას. მათი თქმით  ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი გოგი მეშველიანი და სოციალური სამსახურის უფროსი იროდი უგრეხელიძე მუდამ მზად არიან სოციალური მუშაკებისა და მათი ბენეფიციარების მხარდაჭერისათვის.

,,საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრი ყველა სოციალური მუშაკის სახელით დიდ მადლობას ვუცხადებთ ბატონ გოგისა და ბატონ იროდის ასეთი გულითადი თანამშრომლობისათვის. სოციალური მუშაკების მხარდაჭერა ხომ მათი ბენეფიციარების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, ამიტომ დამქირავებელთა თანადგომა მნიშვნელოვანია.  ასოციაციის წევრთა შეხვედრები სისტემატურ ხასიათს მიიღებს. ქვემო ქართლელმა კოლეგებმა გამოთქვეს სხვა რაიონებში და სხვა სფეროებში მომუშავე კოლეგებთან შეხვედრის სურვილი, აზრთა გაცვლა-გამოცვლისა და პრაქტიკის დეტალების გაზიარების მიზნით. ასოციაციამ ამ შეხვედრების ორგანიზების ვალდებულება სიამოვნებით იტვირთა. მნიშვნელოვანია თანმიმდევრულად და საერთო ძალისხმევით შევუდგეთ პროფესიულ განვითარებას. დღევანდელი შეხვედრის ყველა მონაწილეს დიდი მადლობა ასეთი ჩართულობის, ღიაობის, აქტუალური საკითხების წარმოჩენისა და გულთბილი დახვედრისათვის”. აღნიშნა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარემ ნინო შატბერაშვილმა

შეხვედრაზე  ითქვა,  რომ კოლეგებისათვის უდიდეს გამოწვევად რჩება პროფესიული მანდატის აღსრულებაში  ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორები, როგორიცაა არასახარბიელო სამუშაო გარემო და ბიუროკრატიული ფუნქციების სიჭარბე.  მათ ხაზი გაუსვეს სამუშაო ინსტრუმენტებისა და პროცედურების განახლების საჭიროებას, კრიზისული დახმარების მოქნილობის გაზრდის აუცილებლობას.  ქვემო ქართლში სოციალურ მუშაკთა გადაწყვეტილების პროცესში ჩართვის აუცილებლობას,  სოციალური მომსახურებების მიწოდების, საკანონმდებლო ბაზის შექმნის ან კორექტირების, სოციალური პროგრამირების და პოლიტიკის ფორმირებისას.
გამოიკვეთა კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებთან მუშაობის სპეციფიკის დახვეწის საჭიროება (მაგალითად, ხანდაზმულებთან) და მრავალი სისტემური ხარვეზი, რაც აუცილებლად ითხოვს განხილვას. სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავჯდომარე, მთელი საქართველოს შემოვლის შემდეგ,  გეგმავს  დაინტერესებულ პირებთან შეხვედრას.

ქვემო ქართლელი კოლეგებიც სიხარულით შეხვდნენ სოციალურ მუშაკთა კლუბის ფორმირების იდეას, რომლის ფუნქცია იქნება საერთაშორისო მასშტაბით სფეროში მიმდინარე პროცესების, მიღწევებისა თუ დებატების გაშუქება. კლუბი ფუნქციონირებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყებს.
 


Share.

Comments are closed.