„საზღაპრეთი 2“-მა მოზარდთა ხალხური შემოქმედების XXIII საერთაშორისო ფესტივალზე პირველი ადგილი მოიპოვა

0

13659142_984371504994422_2637510795365642136_nსაერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისთვის, ფესტივალის ლაურიატის წოდებითა და I ადგილის „ოქროს მედლით“ ბოლნისის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა და მოზარდთა თეატრი „საზღაპრეთი 2“ დაჯილდოვდა.

ბოლნისელები ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებისა და ჟიურის წინაშე წარსდგნენ გასული წლის გამარჯვებული კომპოზიციით „სამშობლო განა მარტო ლამაზი მთებია“ და მეორე საკონკურსო მონოლოგით „რას მეუბნება ნეტავ ეს დილა“. ახალგაზრდა მსახიობების თეატრალური ნიჭით მოხიბლულმა ჟიურიმ „საზღაპრეთი 2“ კვლავ გამარჯვებულად დაასახელა.

„მრავალი ფესტივალი მინახავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, თუმცა ეს იყო გამორჩეული თავისი ორგანიზებითა და ფერადოვნებით. აქ წარმოდგენილი იყო უამრავი ჟანრი და ვიტყოდი, რომ ეს იყო ხელოვნების ზეიმი. კმაყოფილი ვარ მიღებული შედეგებით. მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს და ბოლნისის ხელმძღვანელობას, რომ თეატრს მისცეს საშუალება  ასეთი დონის ფესტივალზე მიეღო მონაწილეობა. ჩვენ ყოველწლიურად აქტიურად ვართ ჩართულები ამ და მსგავსი სახის ფესტივალებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის, ის ხელს უწყობს ახალგაზრდების პროფესიულ ზრდას“, – განაცხადა ბოლნისის კულტურის ცენტრთან არსებულ ბავშვთა და მოზარდთა თეატრ „საზღაპრეთი 2“-ის რეჟისორმა იზო ნიავაძემ.

„ბატონო გოგი, საორგანიზაციო კომიტეტისა და შემოქმედთა კავშირის გამგეობის წევრების სახელით დიდ მადლობას მოგახსენებთ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ტრადიციულად იჩენთ თქვენი ქალაქის წარმატებული მოზარდების მიმართ და დიდი წვლილი შეგაქვთ ქართული კულტურისა  და ხელოვნების განვითარებაში“. -ასეთი შინაარსის მადლობის წერილი გამოუგზავნეს ფესტივალის ორგანიზატორებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელს.

ბავშვთა და მოზარდთა ხალხური შემოქმედების XXIII საერთაშორისო ფესტივალი „ჩემი ლამაზი ქვეყანა – ქობულეთი 2016“, საქართველოს პროფკავშირული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირის ორგანიზებით ტრადიციულად ქობულეთში 1-დან 7 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა, რომელშიც მონაწილეობდნენ შემოქმედებითი კოლექტივები თურქეთის, აზერბაიჯანის, ირანის, უკრაინისა და რუსეთის რესპუბლიკებიდან. ფესტივალი ჟანრობრივად მრავალფეროვანი და მაღალი დონის იყო, მისი მიმდინარეობის შესახებ ორგანიზატორები კმაყოფილებას გამოთქვამენ.

„გილოცავთ ყველას ფესტივალის წარმატებით დასრულებას, რომელიც ემსახურება ხალხთა შორის მეგობრობას, შემოქმედებით კოლექტივებს შორის  კავშირების გამყარებას, მრავალფეროვანი ქართული კულტურის წარმოჩენასა და საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების ღირსეულად წარდგენას“, – აცხადებს ფესტივალის ორგანიზატორი სვეტლანა ჩოჩუა.

13692672_984379698326936_1502147437805417321_n 13700033_984383561659883_2256778098845767613_n 13681056_984375551660684_2911249693313257233_n


Share.

Comments are closed.