პროექტის „სამოაქალაქო ბიუჯეტი“ პრაქტიკის გაზიარების მიზნით მარნეულის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრას გოგი მეშველიანი დაესწრო

0

13582175_1199673003427150_7763291259675733759_oდღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტს პროექტის „სამოქალაქო ბიუჯეტი“ პრაქტიკის გაზიარების მიზნით საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირი ესტუმრა.
შეხვედრაზე, რომელიც გამგეობაში გაიმართა, მოწვეული სტუმრებისთვის მოეწყო პრეზენტაციის ჩვენება თემაზე, თუ რა არის სამოქალაქო ბიუჯეტი და რატომ არის მისი განხორცილება საჭირო.
სამოქალაქო ბიუჯეტი მოქალაქეების ინტერესების გამოხატვის საშუალებაა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განაწილებასა და მის ხარჯვაში. იგი ხელს უწყობს მოქალაქეების ჩართულობას მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში.

პროექტი ხორციელდება პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებულ ,,დემოკრატიის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში. პარტნიორები არიან:
პოლონური ფონდი ,,სხვა სივრცე“(Other Space Fundation”);
ა(ა)იპ ,,ერთიანი კავკასია“ ;
საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი;
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა;

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ტრენინგი, რომელთა დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტებმა უნდა წარადგინონ მონაწილეობითი ბიუჯეტის დანერგვის გეგმა, რის შმედეგაც შეირჩევა სამი საუკეთესო. მათ დამატებით ჩაუტარდებათ პოლონელი ექსპერტის კონსულტაციები და დაიგეგმება ამ მონაწილეების ვიზიტი პოლონეთში.


Share.

Comments are closed.