მიმდინარე წლის ბოლომდე ბოლნისის მუნიციპალიტეტში 4  სოფელი გაზიფიცირდება

0

13617953_10154274742252230_727240227_n წლის ბოლომდე ბუნებრივი აირი მიეწოდება შემდეგ სოფლებს: ძველი ქვეში – 425 აბონენტი, მწყნეთი – 65 აბონენტი, ქვემო ბოლნისი – 599 აბონენტი, ფარიზი – 273 აბონენტი. კომპანია ,,სოკარი“  2017 წელს სოფელ ჯავშანიანის გაზიფიცირებასაც მოახდენს. ჯავშანიანში გაზიფიცირდება 222 აბონენტი.

SOCAR Georgia Gas-ი გაზიფიკაციის პროგრამაში 2008 წლიდანაა ჩართული. პროგრამის პირველ ეტაპზე, რომელიც 2008 წლიდან 2013 წლებს მოიცავს, მთელი საქართველოს მასშტაბით 230 ქალაქი და სოფელი გაზიფიცირდა, აშენდა 3500 კმ გაზსადენი. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ამ პერიოდში გაზგამანაწილებელ ქსელში 175 ათასი აბონენტი ჩაერთო. გაზიფიკაციის პროგრამის მეორე ეტაპის განხორციელების შესახებ მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და კომპანია SOCAR Georgia Gas-ს შორის 2013 წელს გაფორმდა. მეორე ეტაპი 2013-2017 წლებს მოიცავს. 2014 წელს კი მთელი საქართველოს მასშტაბით 1100 კმ გაზსადენი აშენდა და 34 ათასი აბონენტი გაზიფიცირდა, რომელთა შორის იყო ბოლნისის რამდენიმე სოფელიც.

ამ დროისთვის ბოლნისის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებულია ქალაქი ბოლნისი, დაბა თამარისი, დაბა კაზრეთი და 20 სოფელი.


Share.

Leave A Reply