ლევან უგულავას დასახმარებლად ქალაქ ფრანკფურტში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა

0

13624464_1211362242236780_1553282223_n2 ივლისს, გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში, ლეიკემიით დაავადებული ბოლნისელი  ლევან უგულავას დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტს თავად ლევანიც ესწრებოდა.  იდეა მის ახლო მეგობარს გიორგი აბრამიშვილს ეკუთვნის, რომელმაც გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მეგობრებთან ერთად შეძლო ლევანის დახმარება.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში დამიდგა და კონცერტის ორგანიზებაში დამეხმარება. მე და ჩემმა მეგობარმა, მომღერალმა ხვიჩა ხოზრევანიძემ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ კონცერტი შემდგარიყო,  ასეც მოხდა, არაჩვეულებრივი კონცერტი გამოვიდა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქალაქების დრამშტატისა და ვისბადენის სახელმწიფო თეატრების შემსრულებლებმა, ოსვალდო ნავარო ტორესმა, ჯაკომო მარინიანმა, იაროსლავ კვაზნევსკიმ და მაგდალენა კვაზნევსკაიამ, რისთვისაც მინდა მადლობა გადავიხადო მათ, ასევე მონაწილეობდნენ ქალაქ ვისბადენის სახელმწიფო თეატრის სოლისტი ეკატერინე ქურიძე, მომღერლები და შემსრულებლები: გვანეტა ბეთანელი, ლიკა მეგრელიშვილი, ირინე გვიდიანი, ნაირა ჭინჭარაული, ჯემალ მალასიძე, სცენაზე ასევე წარსგდა ჩემი საკუთარი ანსამბლი, რომელმაც  ქართული ცეკვებით გაალამაზა საღამო. მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო საღამოს წამყვანებს  საქართველოს ახალგაზრდა ელჩს გერმანიაში ცისია ნანიკელაშვილს და ჟურნალისტს მარიამ შტილერს.

ასევე მადლობას ვუხდი ყველა სტუმარს ქართველებს, უცხოელებს, განსაკუთრებით კი საქართველოს გენერალურ კონსულს იოსებ ჩხიკვიშვილსა და მის მრჩეველს თამთა კინწურაშვილს.

კონცერტის ბოლოს ყველა მონაწილე მიწვეული იყო რესტორან „აკროპოლისში“, რომელიც ბოლნისელ გია რეხვიაშვილს ეკუთვნის. ერთი სიტყვით, თითქმის მთელი ბოლნისი გაერთიანდა გერმანიაში ლევან უგულავას დასახმარებლად. მადლობა გიას ამ თანადგომისთვის, რაც შეეხება თანხას ლევანს გადაეცა. ის ამჟამად გერმანიაშია და აქ აგრძელებს მკურნალობის კურსს“, – აღნიშნა bolnisi.ge-თან საუბარში გიორგი აბრამიშვილმა.


Share.

Comments are closed.