ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების მიზნით კონკურსი ცხადდება

0

logito_700x456მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში აცხადებს დამხმარე მასწავლებლის, ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებლის და კონსულტანტ-მასწავლებელის შესარჩევ კონკურსს.

კონკურსის წესით შერჩეული პროგრამის მონაწილეები 2016-2017 სასწავლო წლიდან დასაქმდებიან სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში და უზრუნველყოფენ:

  • ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესებას და ადგილობრივი მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
  • ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად საგაკვეთილო პროცესის წარმართვას სხვადასხვა დისციპლინებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად.

„არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არაქართულენოვან სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნებისა და სახელმწიფო ენის სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესებას და მათი სოციალური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია მიმდინარეობს ვებ-გვერდზე www.hr.gov.ge.

დამხმარე მასწავლებელი (ეთნიკური უმცირესობისთვის)

ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარე მასწავლებელი

კონსულტანტ-მასწავლებელი


Share.

Comments are closed.